ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ტრანს ელექტრიკა ჯორჯია
საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებულ სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ - საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილებების მიხედვით მოქმედი იურიდიული პირი.
 
კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედი“ არის შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-ს 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ხუდონჰესის პროექტის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
 
„ტრანს ელექტრიკა ლიმიტედი“ მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების პროექტირების -კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში. კომპანია ანხორციელებს ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტს საქართველოში.
 
მის სამომავლო გეგმებში შედის ჰიდრო სექტორში მოღვაწეობის გაფართოება როგორც რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ტრანს ელექტრიკას შესწევს უნარი მოახდინოს როგორც გლობალური გამოცდილების, ასევე ადგილობრივი მიღწევების, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მოზიდვა-უზრუნველყოფა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს მშენებლობის, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების საქმეში.
 
ხუდონჰესის პროექტი ყველაზე პრესტიჟული პროექტია კავკასიის რეგიონში, რომელიც უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს და დღემდე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უდიდეს დაგეგმილ კერძო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს.
 
“ტრანს ელექტრიკა ჯორჯია”-ს  შექმნა, მისი პარტნიორების გამოცდილება,  ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის მობილიზაცია არის სტაბილური გარანტია პროექტის განსახორციელებლად.
 
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად  და საერთაშორისო თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით “ტრანს ელექტრიკა ჯორჯია” მოიწვევს, პროექტის EPC კონტრაქტორად მსოფლიოში ცნობილ სამშენებლო, საპროექტო და ელექტრომექანიკურ კომპანიებს. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved