ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. "ხრამჰესი I"

სს «ხრამჰესი I» არის მაღალმთიანი ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე, საქართველოს სამხრეთ–დასავლეთის ნაწილში, წალკის რაიონში, ქ. თბილისიდან  120 კმ-ის დაშორებით. 

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს 1934 წელს და ექსპლუატაციაში გაუშვეს 1947 წლის დეკემბერში. იგი შედგება 3 ჰიდროაგრეგატისგან, თითოეული 37,6 მგვტ დადგმული სიმძლავრით.   

ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქ. წალკაში მდებარე წლიური რეგულირების წყალსაცავი და მისგან გამომავალი მიწისქვეშა და მიწისზედა სამძაფა სადაწნეო მილსადენები.

ხრამჰესი I და ხრამჰესი II საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაციებია, რომლებმაც ISO 14001:2004 სერთიფიკატი მოიპოვეს.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved