ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. "ხრამჰესი II"
სს „ხრამჰესი II“ დაპროექტირდა როგორც ჰესის კასკადის მეორე საფეხური მდინარე ხრამზე. სადგური ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1962 წლის 29 დეკემბერს, თუმცა აგრეგატები მუდმივ ექსპლუატაციაში გაშვებულ იქნა 1963 წლის მარტში. ხრამჰესი II-ზე დამონტაჟებულია ორი ჰიდროაგრეგატი, თითოეული 55 მგვტ დადგმული სიმძლავრით.

თვითონ სადგური უმიკალურია შესრულებით. იგი შენდებოდა ცივი ომის პერიოდში და განთავსებულია 165 მეტრით კლდის სიღრმეში. გარემოს უკავშირდება 0,5 კმ სიგრძის სასალტე-სატვირტო გვირაბით. წყალი ტურბინებს მიეწოდება თითქმის 13 კმ სიგრძის და 4 მ დიამეტრის მიწისქვეშა ტუნელით.

აგრეგატები იყო ექსპერიმენტალურები, არაერთჯერ გადაკეთებულა ცალკეული კვანძები. 90-იანი წლების არეულობის დროს, მათ ხშირად უხდებოდათ მუშაობა 43 ჰერც სიხშირეზე.

2000 წლიდან დაიწყო სადგურის რეაბილიტაცია, რომელიც ფინანსდებოდა იაპონური ბანკის მიერ. შემოტანილი იქნა ახალი მოწყობილობები, თუმცა სრული მონტაჟი ვერ განხორციელდა ფინანსების უკმარისობის გამო. 2006 წელს რეაბილიტაცია გაგრძელდა საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო 2010 წელს დასრულდა მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების „ინტერ რაო ეეს“-ის სახსრებით. „ინტერ რაო ეეს“-ი დღესაც ახორციელებს საინვესტიციო და სარემონტო სამუშაოებს და სადგური თანდათან იღებს თანამედროვე სახეს.

ხრამჰესი I და ხრამჰესი II საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაციებია, რომლებმაც ISO 14001:2004 სერთიფიკატი მოიპოვეს.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved