ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ფარავან ჰესი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე- პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი,  თურქული კომპანია „ანადოლუ ჯგუფი“ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თუნჯაი ოზილჰანი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „  ფარავან ჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრნენ.

„ფარავან ჰესი“ პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ექსპლუატაციაში  ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში შევიდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარი,  დადგმული სიმძლავრე 87 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 400 მილიონ კვტ საათია.

ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2011 წელს  დაიწყო.   მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმებულთა რაოდენობა 300 - 1000 ადამიანს შეადგენდა, მათ შორის 60% ადგილობრივი მოსახლეა. ამჟამად, სადგურის პერსონალი 35 მუდმივ დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს,რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა და რომლებმაც გაიარეს შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

პროექტი შ.პ.ს „საქართველო-ურბან ენერჯიმ“ განახორციელა. „საქართველო-ურბან ენერჯი“ წარმოადგენს, უმსხვილესი თურქული კომპანიის „ანადოლუ ჯგუფის“ შვილობილ კომპნიას, რომელიც „ფარავან ჰესის“ გარდა საქართველოში სხვა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებითაც არის დაინტერესებული.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved