ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრომ სამ წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, „ღია მმართველობის“ ფარგლებში  ენერგეტიკის სამინისტროს სამ წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვენელები, ექსპერტები, დარგის ინვესტორები და სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის  ლექტორები და  სტუდენტები.

„ - მოგესალებით ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო. მივესალმები მეცნიერებს, დამსახურებულ ენერგეტიკოსებს, ასევე დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო  სტუდენტებს, დარგის და ქვეყნის მომავალს!
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს სფეროში, ენერგეტიკაში მიმიდინარე მოვლენებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.
მაგრამ სანამ გადავალ პრეზენტაციაზე   პირველ რიგში მინდა მივმართო ახალგაზრდობას, სტუდენტებს, აბიტურიენტებს. ენერგეტიკა დღეს არის დარგი, რომელიც განიცდის აღმავლობას და ხდება ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, თქვენი- სტუდენტების და ახალგაზრდა პრაქტიკოსების ჩართულობა. თქვენ უნდა დანერგოთ და აითვისოთ ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიები. უნდა უზრუნველყოთ სისტემის გამართული და უხარვეზო მუშაობა, უნდა მიიღოთ სტრატეგიის დაგეგმვარებაში მონაწილეობა, გახადოთ პროცესები გამჭვირვალე და პროგრესირებადი, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სფეროს, რის შედეგებსაც მომავალი თაობა დაინახავს. 

    მივმართავ ყველა თაობის პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერებს, დავდგეთ ერთად და გავზარდოთ პროფესია ენერგეტიკოსის პრესტიჟი, რათა ახალმა თაობამ ამ მიმართულებით  შექმნას მომავალი. დღეს ჩვენ ვქმნით იმ ფუნდამენტს, რომელიც აუციელებლია დარგის განვითარებისათვის, ესა არის სფეროს პოპულარიზაცია, დასაქმების პერსპექტივა, ნოვატორიული მიდგომები. ჩვენ პოლიტიკოსები ვმუშაობთ იმისთის, რომ შევქმნათ ჯანსაღი გარემო, გავმიჯნოთ ენერგეტიკის თემა და პოლიტიკა. აღვადგინოთ ის შელახული იმიჯი, რაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლამ და საბოლოოდ გავათავისუფლოთ ეს დარგი დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპისგან. დღეს ჩვენი მთავარი მიღწეული შედეგია, ის გარემო, სადაც მოვახდინეთ პიროვნული ინტერესებისა და პოლიტიკური რეალიების გამიჯვნა. პროცესები არის გამჭვირვალე და სტაბილური, რასაც ხელი შეუწყო ამ დარგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა. ჩვენ  აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ბევრი განხორციელდა და ძალიან დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. მე ძალიან ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ, რომ  70-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა. ის, რაც გაკეთდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხაადო პრემიერ-მინსიტრს , მთვრობის თითოეულ წევრს,თანადგომისთვის, დამხარემბისთვის. რომ არა ის მხარდაჭერა რასაც ისინი იჩენენ ამ დარგის მიმართ წარმოუდგენელი იქნებოდა  ამ დარგში ასეთი  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

პრეზენტაციაზე კახა კალაძემ 2012-2015წლებში  ენერეგტიკული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე  პროექტებზე  დეტალურად ისაუბრა. 

•    გამრიცხველიანდა 180 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 115 ათასამდე  ოჯახი.
•    წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში მცხოვრები 13 ათასამდე ოჯახი შეძლებს ბუნებირვი აირით სარგებლობას. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ 19 მილიონი ლარი  გამოყო. 
•    ელექტროფიცირდა  22 უშუქო სოფელი და წლის ბოლომდე კიდევ 7 უშუქო სოფელში დასრულდება ელექტროფიცირების სამუშაოები.
•    2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც 2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება  და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს. 
•    ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია - 264.4 მლნ. აშშ დოლარი.
•    2015 წლის ბოლომდე  კიდევ დებედა და დარიალი ჰესების  ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.
•    2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების:  ნენსკრა ჰესის (1მლრდ 200 მლნ დოლარი), ხუდონ ჰესის (1მლრდ 500 მლნ დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის  (723 მლნ დოლარი) განცორციელება. 
•    2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური. 
•    ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციამ  შეადგინა  216 მლნ. აშშ დოლარი.
•    ბოლო სამი წლის განმვლობაში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 500 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 15% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.

•    2015 წელს დამტკიცდა “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2015-2025”.

•    2015 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს საქართველო უმასპინძლებს ქარტიის ყოველწლიურ მაღალი დონის კონფერენციას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება. 

•    პირველად საქართველოში დაიწყო ალტერნატიული ენერგიის ათვისება. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლიდან მშენებლობის ეტაპზე გადადის.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved