ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
2030 წლისთვის ქარის ენერგიის სიმძლავრეები 2.1 ტვტ-ს მიაღწევს
გლობალური ქარის ენერგიის საბჭოს ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრეები 2.1 ტვტ-ს მიაღწევს, რაც მსლოფლიო ელექტროგენერაციის 20%-მდე იქნება.

2015 წლის ბოლოსთვის, ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 გვტ იყო, რომელიც მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოების 7%-ს უზრუნველყოფდა.

გასულ წელს 1,1 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული ქარის ენერგიის ინდუსტრიაში და ეს მაჩვენებელი შეიძლება 2,4 მლნ-მდე გაიზარდოს 2030 წლისთვის, - აღნიშნულია ანგარიშში.

2015 წლის ბოლოსთვის, ჩინეთის წილი ქარის ენერგიის სიმძლავრეებში 145 გვტ იყო, ხოლო ევროპაში ქარის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 147,8 გვტ შეადგინა.

GWEC-ის ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის ჩინეთში ქარის ენერგოსიმძლავრეები 666,5 გვტ-ს მიაღწევს, აშშ-ში - 414 გვტ-ს; ევროპაში - 399 გვტ, ხოლო ინდოეთში 163 გვტ-ზე მეტს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ქარის ენერგიის სექტორში თითქმის 110 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 67 მლრდ მოდიოდა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე.

"ენერგოპლატფორმა"

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved