ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ჰიდროენერგია - ყველაზე იაფი განახლებადი ენერგიის წყარო მსოფლიოში
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჰიდროგენერაცია 5 აშშ ცენტით კვტ.სთ-ზე რჩება ყველაზე იაფ განახლებადი ენერგიის წყაროდ მსოფლიოში. 

ახალი პროექტებიდან, რომლებიც 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ჰიდროგენერაციის ღირებულებამ 5 აშშ ცენტი/კვტ.სთ-ზე შეადგინა. ხმელეთზე განლაგებულმა ქარის სადგურების გენერაციის ღირებულებამ 6 აშშ ცენტი/კვტ.სთ-ზე, 7 აშშ ცენტი შეადგინა ბიო და გეოთერმული ენერგოპროექტების გენერაციამ, ხოლო 10 აშშ ცენტი მზის სადგურების გენერაციამ.  

2016-2017 წლებში ჰიდროგენერაციის ღირებულება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 4 აშშ ცენტი/კვტ.სთ-ზე აზიაში, 5 აშშ ცენტი სამხრეთ ამერიკაში, 6 აშშ ცენტი ჩრდილოეთ ამერიკაში, 7 აშშ ცენტი აფრიკა - ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში, 10 აშშ ცენტი ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ქვეყნებში და 12 აშშ ცენტი ევროპაში. 

ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გენერაცია უკვე იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან, ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების ფასებიც აუცილებლად შემცირდება. 

ჰიდროენერგეტიკის პოზიტიური ბენეფიტების მიუხედავად, ქარის და მზის ენერგიის ახალი სიმძლავრეები ბევრად აღემატება ჰიდროენერგეტიკულ სიმძლავრეებს. მაგალითად, 2016 წელს ჯამში 162 გვტ ახალი განახლებადი ენერგოსიმძლავრეების დამატება განხორციელდა, საიდანაც 71 გვტ შეადგინა მზის ფოტოვოლტაიკურმა სისტემებმა, 51 გვტ ქარის სიმძლვრეებმა, 36 გვტ ჰიდროენერგეტიკულმა სიმძლავრეებმა, ხოლო დანარჩენი სხვა განახლებადებმა დაიკავა. 

დღესდღეობით, ჰიდროენერგეტიკა არის განახლებადი ენერგიის წარმოების უდიდესი წყარო მსოფლიოში. თუმცა, მისი წილი დროთა განმავლობაში მცირდება. მაგალითად, 2010 წლის მონაცემებით, ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეები ჯამური განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების 75%-ს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი 2016 წელს 50%-მდე შემცირდა. ასევე, 2010 წელს ჯამური განახლებადი (ელექტრო) ენერგიის წარმოების 81% ჰიდროელექტროსადგურებმა აწარმოეს და ეს მაჩვენებელი2016 წელს 70%-მდე შემცირდა. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ ბოლო პერიოდში ქარის და მზის ენერგიების გამოყენება ძალიან გაიზარდა. 


ბაჩანა ფიფია
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved