ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ნორვეგია - ჰიდროელექტროსადგურების ქვეყანა
ნორვეგიის ელექტროენერგეტიკული სისტემა ჰიდროენერგეტიკაზეა დაფუძნებული.  ნორვეგიაში 1550 ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლებიც საშუალოდ 143 მლრდ კვტ.სთ (2017 წლის მონაცემებით) ელექტროეენრგიას გამოიმუშავებენ, რაც ნორვეგიის ელექტროენერგეტიკული სისტემის დაახლოებით 98%-ია. 

2016 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ჯამური 1 მლრდ კვტ.სთ გენერაციის მქონე ჰიდროელექტროსადგურები და, ასევე, მშენებლობის ეტაპზე იყო 715 მგვტ-ის ჯამური სიმძლავრის (1,6 მლრდ კვტ.სთ გამომუშავებით) ახალი ჰესები. 

ნორვეგიაში 1000-ზე მეტი მარეგულირებელი (კაშხლიანი) ჰესია, წლიური ელექტროენერგიის გამომუშავებით 84 მლრდ კვტ.სთ.  30 უმსხვილესი მარეგულირებელი (კაშხლიანი) ჰესი უზრუნველყოფს „მარეგულირებელი სიმძლავრის“ თითქმის ნახევარს.
 
ნორვეგიაში წყალსაცავიანი, მარეგულირებელი ტიპის ჰესების უმრავლესობა 1990 წლამდე აშენდა. შემდგომში, ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზება-განახლებით შესაძლებელი გახდა წყალსაცავების უფრო ეფექტური გამოყენება. 

მარეგულირებელი ტიპის, ე.წ. "მოქნილ" ჰიდროელექტროსადგურებს ელექტროეენრგიის წარმოება შეუძლიათ იმ პეროდშიც, როდესაც მდინარეებში წყლის მოდინება მცირეა. 

ნორვეგიაში გათბობისთვის ძირითადად ელექტროენერგია გამოიყენება, ამიტომაც ზამთარში მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასები საკმაოდ მაღალია. 

საქართველოს მსგავსად, ნორვეგიაშიც ელექტროენერგიის მოხმარების პიკები ზამთრის პერიოდში ფიქსირდება. მდინარეების ჩამონადენიც სეზონურია. ნორვეგიის მდინარეები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ხასიათდებიან წყალუხვობით, ხოლო ზამთრის პერიოდში წყლის მოდინება მცირდება, შესაბამისად, ზამთარში, როდესაც მოხმარების პიკები ფიქსირდება - მოდინებაზე მომუშავე ჰესების გამომუშავება მცირდება. ამიტომაც, ნორვეგიისთვის წყალსაცავიან ჰესებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ისინი წყლის რესურსების მართვის ეფექტურ საშუალებას იძლევიან.

აქვე აღსანიშნავია ისიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინდუსტრიული რევოლუცია ძირითადად დაფუძნებული იყო ნახშირზე და ნავთობზე, ნორვეგიამ ეს ყველაფერი გააკეთა სუფთა და გაანხლებადი ჰიდროენერგიის გამოყენებით. ასევე ფაქტია ისიც, რომ ნორვეგიას აქვს ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ელექტროენერგეტიკული სისტემა დაფუძნებულია მხოლოდ ჰესებზე.


ბაჩანა ფიფია, ენერგეტიკოსი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved