ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ
ჰიდროენერგეტიკას მრავალი უპირატესობა გააჩნია - ის არის განახლებადი, სუფთა, საიმედო, მოქნილი ენერგორესურსი, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს მრავალ თაობას და მოამარაგოს იაფი ელექტროენერგიით.

ჰიდროელექტროსადგურებით ელექტროენერგიის წარმოების პრინციპი მარტივია. ის იყენებს წყლის ენერგიას. ჰესის შენობაში, წყლის ენერგია ჰიდროტურბინის დახმარებით გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, ხოლო შემდგომ ელექტროენერგიად (გენერატორში).  ჰიდროენერგია არის ძალიან მოქნილი ენერგიის წყარო, რადგანაც წყალი შეიძლება იქნეს შენახულ წყალსაცავში. ასევე, არსებობს ჰესების სქემები წყალსაცავის გარეშე, რომელსაც ხშირად მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს უწოდებენ.

ფაქტები: 
• ჰიდროელექტროსადგურებს ყველაზე მაღალი ეფექტურობის (მქკ) კოეფიციენტი და ყველა სხვა გენერაციის ტექნოლოგიებს შორის ყველაზე დიდი სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი გააჩნია. 

• წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური უზრუნველყოფს საჭირო სარეზერვო ენერგიას არასტაბილური ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) სისტემაში ინტეგრაციისთვის და ელექტროენერგიის მიწოდებას მაშინ, როდესაც არ იქნება ქარი და მზე. 

• წყლის შენახვის შესაძლებლობით, წყალსაცავიანი ჰესი შეამცირებს ჩვენს დაუცველობას წყალდიდობებისა და გვალვების დროს.

• ჰიდროელექტროსადგურების პროექტები შეიძლება შემუშავდეს კონკრეტული საჭიროებებისა და სპეციპიკური ადგილმდებარეობისათვის.

• International Hydropower Association (IHA) მონაცემებით, თუ ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ჰიდროპოტენციალის 80% იქნება ათვისებული, მაშინ ჰიდროსადგურების კონტრიბუცია დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved