ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი
  • საქართველოში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 4,8%-ით შემცირდა და 12,157 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,774 მლრდ კვტ.სთ იყო.
    2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება Covid 19-ის პანდემიის გამო არსებულმა/დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. 
  • ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შემცირებულა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით. 2020 წელს საქართველომ 1,61 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოიტანა მეზობელი ქვეყნებიდან. 
  • 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5,9%-ით შემცირდა და 11,159 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 
  • ქვეყნის შიგნით გენერაციის შემცირება ჰესების გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია. 2020 წელს ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ 8,248 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც 7,6%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. 
  • თბოსადგურებმა 2020 წელს 2,82 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურის გენერაციამ 90,8 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 
  • 2020 წელს შემცირდა საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დაახლოებით 37%-ით და 153,8 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 243,4 მლნ კვტ.სთ იყო. 


ბაჩანა ფიფია, ენერგეტიკოსი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved