ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მიზნები

ასოციაცია  წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ინდუსტრიის გაერთიანებულ პოზიციას. ადვოკატირების, საჯარო პოზიციის, ეფექტური კომუნიკაციისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მეშვეობით ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში რათა წარმოვაჩინოთ ის როლი, რასაც ასრულებს ხელმისაწვდომი, საიმედო და მდგრადი ენერგია საქართველოს ელექტროსისტემაში.

ასოციაცია  წარმართავს საკუთარ საჯარო საქმიანობას შემდეგი აქტივობების მიხედვით:

  • უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლასა და ერთიან პოზიციას ენერგეტიკული კომპანიების  მფლობელთა და ოპერატორთათვის, აგრეთვე აღჭურვილობისა და სერვისის მწარმოებელთათვის, გარემოს დამცველი ორგანიზაციებისათვის, სასარგებლო იდეების გაჩენისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხედვის ჩამოყალიბებისათვის.
  • ახორციელებს კანონმდებლობასთან დაკავშირებული პოზიციებისა და რეკომენდაციების შემუშავებას პარლამენტისა და მთავრობისათვის.
  • წარმართავს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, მედიაში გაშუქებასა და საგანამანათლებლო ძალისხმევას.
  • ავითარებს ენერგეტიკული პოლიტიკის რეკომენდაციებსა და განმარტავს რეგულაციების ცვლილებებს ე.გ.ე.ა.-ს წევრთათვის.
  • ამუშავებს სტრატეგიას ენერგეტიკული სექტორისთვის სუფთა ენერგიის წარმოებაში შეტანილ წვლილთან დაკავშირებით.
  • წარმოადგენს შეკრების პლატფორმას ენერგეტიკული სექტორის აღმასრულებელ პირთათვის ინფორმაციის გაცვლის, ენერგოინდუსტრიის პრობლემებზე საუბრისა და ასოციაციის აღმასრულებლებთან კოორდინაციისათვის.

ასოციაციის აღმასრულებლები წარმართავენ ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას და ეყრდნობიან ასოციაციის წევრთა მოსაზრებებს გადაწყვეტლიების მიღებაში.

;
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved