ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ს.ს. დარიალი ენერჯი
საქართველოში დაფუძნებულმა სამშენებლო კომპანია შპს "ფერი"-მ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სს "საქართვეოს ენერგეტიკის განვითარების ფონდ"-მა (GEDF) და აშშ-ში დაფუძნებულმა გვირაბგამყვანი მანქანა-დანადგარების მწარმოებელმა კომპანიამ "რობინს"-მა (თჰე ღობბინს ჩომპანყ) შექმნეს სს "დარიალი ენერჯი", იმ მიზნით, რომ ჩრდილოეთ საქართველოში, კავკასიის მთების სამხრეთ ფერდობზე, ისარგენლონ ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობებით, კერძოდ ააშენონ საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგური (Dariali HPP).

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგის რეგიონში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე 108 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1.2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ჰიდროელექტროსადგურის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ.სთ-ს, საიდანაც დაახლოებით 70% ენერგია წარმოებული იქნება ზაფხულის თვეების განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი). პროექტი ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურის ქვესადგურის კავშირს ეროვნულ ქსელთან, დარიალის 110 კვ-იანი გადამცემი ხაზით. პროექტის მშენებლობის ხანგრძლივობაა 3,5 წელი და ექსპლუატაცის პერიოდის დაწყების შემდგომ ჰესის ამორტიზების მოსალოდნელი პერიოდი იქნება 40 წელი. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია შეადგენს 123 მილიონ აშშ დოლარს.

ჰიდროელექტროსადგური აშენდება 2 კმ სიგრძის ღია არხით და 5,6 კმ (5,5 მ. დიამეტრის) სიგრძის დერივაციული გვირაბით. იგი მიაწოდებს გენერალურ ნაგებობას წყლის ნაკადს მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ჰიდრომექანიკური ერთეული წარმოდგენილი იქნება 3 ვერტიკალური პელტონის ტიპის ტურბინით და სინქრონული გენერატორებით. წყლის ნაკადის დაწნევა განსაზღვრული არის 379.0 მეტრით 33 კუბ.მ. წამში წყლის ხარჯით. გენერალურმა ნაგებობამ შეიძლება იმუშაოს როგორც ცალკე ისე ეროვნულ ენერგოსისტემასთან სინქრონში.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved