ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სს "ესკოს"
სს ელექროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) დაფუძნების დღიდან (01.09.2006) აქტიურად მონაწილეობს ქართული ენერგოსექტორის წარმატებულ საქმიანობაში. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი ჩაანაცვლა, რაც დროული და სწორად გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა: საბითუმო ბაზრის კომერციული სტრუქტურით ჩანაცვლებამ ჩამოაყალიბა და მოაწესრიგა ენერგოსექტორში მოღვაწე სუბიექტებს შორის ურთიერთობის დისციპლინა, შექმნა ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგების გარანტიები და გაზარდა ენერგოსექტორის ლიკვიდურობა, რისი საფუძველიც ფუნქციებია, რომელთაც ესკოს მოქმედი კანონმდებლობა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები" აკისრებს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის სტრუქტურა ოპტიმალური და გამჭვირვალეა. ესკოს მენეჯმენტს წარმოადგენს გენერალური დირექტორი და ორი მოადგილე. მათ ექვემდებარება აპარატი და ათი დეპარტამენტი, რომლებიც კონკრეტული პროფილის ჩამოყალიბებულ ფუნქციებს ასრულებენ.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved