ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელ ცხავერის მოსახლეობას დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და  ვიცე- პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში გოსტიბესა და ცხავერში  ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს და სოფელ ცხავერში სიმბოლურად ელექტრონათურა აანთეს.

სოფლების გოსტიბესა და ცხავერის ელექტროფიცირება სამთავრობო პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში განხორციელდა. ორივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ  მიეწოდებოდათ.

სოფელ გოსტიბეს ელექტროფიცირება, სადაც 76  ოჯახი ცხოვრობს 2013 წელს დასრულდა.  გოსტიბეში აშენდა 12კმ  სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 2 ერთეული 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 6 კმ-მდე სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 355 ათასი ლარი დაიხარჯა. 

სოფელ ცხავერში მცხოვრები 44 ოჯახისათვის კი აშენდა 300მ  სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 10/0.4კვ სატრანსფორმატორო პუნქტი. აშენდა 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები  შპს „ელექტრო მონტაჟი 2012“-მა შეასრულა.  განხორციელებულ სამუშაოებზე 86 ათასი ლარი დაიხარჯა.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი.
ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებისა, ასევე მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყო 1 მლნ 702 ათასი ლარი. ხოლო 2014 წელს 6 მლნ 500 ათასი ლარი. 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია . სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი - სოფელი-მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი -სოფელი შატილი.

დღეისათვის ელექტროფიცირება დასრულებულია სოფლებში: ზემო ლელეთი, ბევრეთი, ჭიაურა, გრძელველი, ღართა, ქვემო ქსოვრისი, უტისუბანი, გოსტიბე, კაწალხევი, სოგუთლო, ოქროსოფელი, გაგლუანთუბანი, ცხავერი.

აქტიურად მიმდინარეობს ელექტროფიცირების სამუშაოები სოფლებში ნოჯა, კოშკისჭყალი, ნოჯიკეთი, ქვემო და ზემო ღარისწყალი, ჩონთო, ნატანები (მოლიანის დასახლება).

რამოდენიმე დღეში დასრულდება სამუშაოები სოფლებში ჭერემი და კარსანი.

უახლოეს პერიოდში  ელექტროფიცირების სამუშაოების დაწყება იგეგმება შემდეგ სოფლებში: შროშა, ბავარი, ანანური, ცხუმალდი და ხაჩეშის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უბანი. ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები სოფელ მუცოში ელექტროფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved