ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკულმა კომპანიებმა მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს
ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ენერგეტიკულმა კომპანიებმა მუშაობის ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასმა” მუშაობის ანგარიშები წარუდგინეს არასამთავრობო სექტორს, დარგის ექსპერტებს, სტუდენტებსა და მედიას. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში კომპანიის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული პირველადი და მეორადი ქსელის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ზურაბიშვილმა   წარადგინა ანგარიში   კახეთში,  ელექტროგამანაწილებელი ქსელის ტექნიკური  მდგომარეობისა  და  მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოების  შესახებ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაციაზე ისაუბრა კომპანიის მიერ სადისტრიბუციო ქსელში უკვე განხორციელებული ინვესტიციების მონაცემებსა  და კომპანიის ზოგად სამომავლო საინვესტიციო გეგმებზე. ასევე, გამრიცხველიანების კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ.

„თელასის“ გენერალურმა დირექტორმა  სერგეი კობცევმა ისაუბრა კომპანიის მიერ ქსელში  განხორციელებული სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე, რის  შედეგადაც  გაიზარდა თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობა  და საიმედოობა. 2015-2016 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონს კომპანია მომზადებული ხვდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved