ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძე სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და  Tap-ის პროექტებს,  სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალი გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მინისტერიალში ასევე  მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან,აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.

მინისტერლიალი ერთ დღიანია და ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში დღესვე დაბრუნდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved