ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ჩინეთში მზის ფოტოელემენტების წარმოების კრიზისია

ჩინეთი ბოლო წლებში მზის ენერგიის გარდამქმნელების(ფოტოელემენტების) მთავარი მწარმოებელი გახდა, მაგრამ ჭარბწარმოების გამო კომპანიები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მრავალმილიარდიანი დავალიანება დაუგროვდათ. მზის ფოტოელემეტების უმსხვილესი მწარმოებელი Suntech Power Holdings კი, უკვე გაკოტრდა. ვიტარება იმდენად მძიმეა რომ, ჩინეთის მთავრობის ინიციატივით, მწარმოებლებს მოგების გადასახადის 50% დაუბრუნდებათ.

ამის გარდა, მზის ფოტოელემეტების მწარმოებელი ჩინური კომპანიები დასავლეთის მზარდ წინააღმდეგობას აწყდებიან. ევროპაში და ამერიკაში თვლიან, რომ მსოფლიო ბაზრების დაპყრობის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლება სუბსიდირების გზით ხელოვნურად წევს დაბლა მზის ფოტოელემენტების ფასს.

ამ პრობლემების ფონზე, ჩინეთის მთავრობა ცდილობს შიდა ბაზარზე მოახდინოს მზის პანელების მოთხოვნის გაზრდა. საწარმოების გაკოტრებისგან დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოებაც. ჩინეთის სწრაფმა განვითარებამ და ელექროენერგიაზნერგიაზე მზარდმა მოთხოვნილებამ, ქვეყნის ბევრ რეგიონში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია (ძირითადად თბოელექტროსადგურების მიზეზით).

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/business-24327405

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved