ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოსადგურის პროექტი განხორციელდება
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე  ჟიუიან ვანგი  და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის განვითარების  ხელშეკრულებათა პაკეტის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს" შორის ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) და  შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს და China Tianchen Engineering Corporation (TCC)-ს შორის გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულებას.

პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის და წარმატებული განვითარებისთვის. საქართველოში არსებული ელექტროსადრგურების გარანტირებული სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდის მოხმარების სრული მოცულობით დაკმაყოფილებას. ამასთან, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება. საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის მიხედვით მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა   პრიორიტეტს წარმოადგენს.

China Tianchen Engineering Corporation (TCC) - უმსხვილესი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. კომპანიის წლიური შემოსავალი ერთ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით TCC-ს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი გამოცდილება აქვს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved