ეკონომიკის რეალური სექტორის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკა. განვითარებული ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია საუბარი თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევათა გამოყენებაზე და მოსახლეობის მოთხოვნათა სრულყოფილ დაკმაყოფილებაზე. მეურნეობის ენერგეტიკული მოთხოვნები განაპირობებს ნებისმიერი მაკროეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლების სიმყარეს.
საქართველოს, მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ენერგეტიკული ბაზა გააჩნია. აქ მოიპოვება ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, თერმული წყლები და არის საშუალება, წყლის, ქარის, მზის და ბიოენერგიების გამოყენებისა. იმის გამო, რომ ჩვენი ენერგორესურსების ათვისება უკავშირდება საერთო გლობალურ გარემოში ჩამოყალიბებულ ეფექტიანობის კრიტერიუმებს, ჩვენთან ყველაზე დიდი განვითარება ჰპოვა ჰიდრორესურსების ათვისებამ. როგორც მსოფლიო ბანკი ადასტურებს, ჩვენთან ენერგორესურსების (ელექტროენერგია) გამოყენებაში ჰიდროენერგეტიკის წილი არის 92%. საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ელექტროენერგიის წარმოების ბაზას ქმნის ჰიდროენერგეტიკა. ეს ჩვენი გეოგრაფული და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარეობს და წარმოადგენს ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ჩვენი მდინარეების რესურსების ათვისება სხვა სისტემური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობასაც იძლევა:
• რადგან ჰიდრორესურსების უმეტესობა განლაგებულია მთებში და აქ მდინარეებს სხვა მნიშნელობაც გააჩნიათ, მათი ათვისება გამოიწვევს მთის საციცოცხლო ათვისების სტიმულირებას. გამოიწვევს აქ მოსახლეობის დამაგრებას, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მაღალმთიან და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობს ხელს და გააჯანსაღებს დემოგრაფიულ პროცესებსაც;
• გარდა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტისა, მთის რეგიონების ათვისება ქმნის კულტურულ–ისტორიული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მის ერთიან სამეურნეო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებს.
სტატიის სრული ვერსია: http://www.globalresearch.ge/?p=599