ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქართული ჰიდრო ენერგეტიკის ცალკეული საკითხები
”ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ. მივმართავ ჩვენს საყვარელ სვანებს, გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს. რა თქმა უნდა, ბუნება, სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებსაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ. აუცილებელია, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ "ხუდონჰესი" ასაშენებელია, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი".

"არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ ოქროს შუალედს მოვძებნით. ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად მოკლე ვადით ახერხებდა მოსახლეობის გულის მოლბობას, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად გვჭირდება ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved