ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კიდევ ერთი გაზიფიცირებული სოფელი კახეთის რეგიონში
გურჯაანის რაიონის სოფელი კოლაგის გაზიფიცირება დასრულდა  

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“ წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. 

მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. 

კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ კოლაგის მიმართულებით, 13 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა. ასევე, განხორციელდა სოფლის სრული დაქსელვა, რის შედეგადაც  სოფელში მცხოვრებ 380 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრულად გაზიფიცირებულია ქალაქი გურჯაანი და 9 სოფელი. აშენდა 144 კმ სიგრძის გაზსადენი, რაც რაიონში მცხოვრები 7 ათასი ოჯახის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები სოფელებში ახალშენში, ვაზისუბანსა და შაშიანში მიმდინარეობს. დაგეგმილია 24 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა და 1000 ოჯახის გაზიფიცირება.
დღეისათვის კახეთის რეგიონში უკვე აშენებულია 913 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენები და გაზიფიცირებულია 39 500 აბონენტი. 

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved